ახალი ამბები

“რენე დეკარტი კათოლიკე მღვდელმა მოწამლა”

23 ნოემბერი, 2014 • • 4100
“რენე დეკარტი კათოლიკე მღვდელმა მოწამლა”

თუმცა, სამ საუკუნენახევრის განმავლობაში მიიჩნევა, რომ სკანდინავიის მკაცრ კლიმატს მიუჩვეველი რენე დეკარტი სტოკჰოლმში პნევმონიით გარდაიცვალა. 

 

ბრიტანული გამოცემის ცნობით, ებერტს სჯერა, რომ სტოკჰოლმში მყოფმა მისიონერმა ჟაკ ვიოგიმ მოწამლა წყალი, რადგან ეშინოდა, დეკარტის რადიკალური თეოლოგიური შეხედულებებს არ შეეფერხებინა შვედეთის პროტესტანტი დედოფლის, ქრისტინას კათოლიკედ მონათვლა.

 

“ვიოგიმ იცოდა ქრისტინას კათოლიკური ტენდენციები და არაა გასაკვირი, რომ ფრანგი ფილოსოფოსი დედოფლის კათლიკედ მონათვლის შესაძლო დამაბრკოლებლად მიაჩნდა”, – ამბობს ებერტი, რომელმაც დეკარტის გარდაცვალების საკითხს წიგნი “რენე დეკარტეს საიდუმლოებით მოცული სიკვდილი” მიუძღვნა, რაც სტოკჰოლმსა და პარიზში მოპოვებულ საარქივო მასალებს ეყრდნობა.

 

კათოლიკედ აღზრდილი დეკარტი 1649 წელს დედოფალმა ქრისტინამ შვედეთში მიიწვია. ბევრი თეოლოგი მას ეჭვით უყურებდა. ვიოგის მიაჩნდა, რომ დეკარტის თეოლოგია უფრო ახლოს იყო კალვინისტურ “ერესთან”, ამბობს ებერტი.

 

1650 წლის 11 თებერვალს, დეკარტის სიკვდილის შემდეგ მეცნიერებში მიღებული იყო აზრი, რომ იგი პნევმონიამ იმსხვერპლა, ამიტომ ებერტის თეორიას მკვლევრები სიფრთხილით შეხვდნენ.

 

თუმცა ებერტი ამტკიცებს, რომ მას კიდევ აქვს ფაქტობრივი მტკიცებულებები. დეკარტის ბიოგრაფის აზრით, ფილოსოფოსის ექიმი ვან ვულენი დეკარტის სიკვდილის შემდეგ დაწერილი წერილში ამბობს, რომ მისი პაციენტის შარდში უჩვეულო რამ აღმოაჩნა, რაც ებერტის აზრით არის სისხლი.

სისხლი შარდში არაა პნევმონიის ნიშანი, არამედ დარიშხანით მოწამვლის ნიშანია, ამბობს ებერტი. იგი იმასაც ამტკიცებს, რომ დეკარტმა ექიმს სთხოვა, პირღებინებისთვის წამალი დაენიშნა.

 

“განა რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, იმის გარდა, რომ თავად ფილოსფოსსაც სჯეროდა, რომ მოწამლული იყო?”, – ეუბნება ებერტი გარდიანს.

ფრანგი ფილოსოფოსი რენე დეკარტე. პორტრეტის ავტორი ფრანს ჰალსი. 1648
ფრანგი ფილოსოფოსი რენე დეკარტე. პორტრეტის ავტორი ფრანს ჰალსი. 1648

მასალების გადაბეჭდვის წესი