ახალი ამბებისამართალი

ხორავას საქმის გაყალბებისთვის 10 სამართალდამცველია დასაკავებელი – კაპანაძე

4 ივნისი, 2019 • 1414
ხორავას საქმის გაყალბებისთვის 10 სამართალდამცველია დასაკავებელი – კაპანაძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სწორედ კომისიის მთავარი რეკომენდაცია იყო შარშან მიხეილ კალანდიას დაკავება, რომელიც დღეს დააკავა შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფირად განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, გარდა ამისა, ამ საქმის გაყალბებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის 10-მდე თანამშრომელია პასუხისგებაში მისაცემი. სერგი კაპანაძის თქმით, ყველა მთაგანი იდენტიფიცირებულია და მითითებულია კომისიის რეკომენდაციაში.

ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, რომ შსს ამ დროის განმავლობაში ნაბიჯს არ დგამდა და პროკურატურას ბრალი არ ჰქონდა წაყენებული მიხეილ კალანდიასთვის. მათ შორის, მისი პასუხისგებაში მიცემა იყო ჩვენი შუალედური რეკომენდაცია. კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე, მალევე, იმ მასალების ანალიზის შედეგად, რაც ჩვენს ხელთ იყო, გამოვეცით რეკომენდაცია, რომ მიხეილ კალანდიას უნდა წაყენებოდა ბრალი. დღეს ეს მოხდა და მაქვს იმედი, რომ ეს საქმე საბოლოოდ იქნება მიყვანილი ბოლომდე, გახსნილი და მართლმსაჯულება შედგება – ეს ადამიანი თუ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა მკვლელობაში, ბოლომდე დაისჯებიან”, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სამართლის ბოლომდე დასაკმაყოფილებლად ძალიან მნიშვნელოვანია კომისიის მიერ გაცემული დანარჩენი რეკომენდაციების შესრულებაც:

განსაკუთრებით იმ რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც ეხება ადამიანების პასუხისმგელობას, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ შსს-ს და პროკურატურის სისტემაში და რომლებმაც ეს საქმე გაამრუდეს/გააყალბეს თავის დროზე.  ამდენი ხანი არ გაგრძელდებოდა სამართლის ძიება, თავის დროზე რომ არ მომხდარიყო მძიმე არასამართლებრივი ჩარევა ამ საქმის გამოძიების და მიმდინარეობის პროცესში. ჩვენ გვყავს იდენტიფიცირებული ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საქმის გაყალბებაში – დაწყებული მირზა სუბელიანით, დამთავრებული შსს-ს და პროკურატურის სხვა თანამშრომლებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დარღვევების ირგვლივაც იყოს გამოძიება და თუ დადგინდება მათი არამართლზომიერი ქმედებები, რაც კომისიის მიერ არის დადასტურებული, ისინიც მიეცნენ პასუხისგებაში. ამდენი ხნის განმავლობაში არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხები საზოგადოებას არ აქვს. მათ შორის, ძალიან სამწუხაროა იგივე იმ ახალგზრდების მდოგმარეობაც, რომლებიც წელიწადნახევრის განმავლობაში ძალიან სტრესულ, დაძაბულ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ძალიან ცუდია, რომ აქამდე მიიყვანა საქმე ჯერ უმოქმედობამ სამართალდამცავი ორგანოების, შემდეგ კონკრეტული პიროვნებების მხრიდან ჩარევამ და ამ საქმის გამრუდებამ, შემდეგ კი, საქმის პოლიტიზაციამ”.

სერგი კაპანაძე იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც ბოლო წამამდე ეწინააღმდეგებოდნენ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას და ცდილობდნენ შსს-სა და პროკურატურის თანაშრომლების გამართლებას, ახლა მაინც მიხვდებიან, რომ მაშინ ცუდ რამეს ჩადიოდნენ და დათვურ სამსახურს უწევდნენ ყველას.

  • დღეს, 4 ივნისს, სამართალდამცავებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით  დააკავეს მიხეილ კალანდია.
  • შსს-ს ინფორმაციით, უწყება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით აქტიურად მუშაობდა.უწყების თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მათ მოიპოვეს მტკიცებულება, რომელიც მიხეილ კალანდიას მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობას ადასტურებდა.

ვრცლად:

კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი