ახალი ამბები

“ბრძოლა გრძელდება” – სარალიძე სააპელაციოს განაჩენის შემდეგ

3 ივნისი, 2019 • 2069
“ბრძოლა გრძელდება” – სარალიძე სააპელაციოს განაჩენის შემდეგ

“პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას, ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა”, – ეს განცხადება ზაზა სარალიძემ გააკეთა სააპელაციო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ.

“წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ძალიან კარგად იცით თქვენც და საზოგადოებმაც. პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას, ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა გრძელდება  ბოლომდე. არავინ იფიქროს, რომ მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი, ბრძოლა იქნება ბოლომდე. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არავის არაფერს შევარჩენ”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სააპელაციომ სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა გ.ჯ-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა დავით სარალიძე. წინა ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიხედვით, გ.ჯ. სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იყო მსჯავრდებული.

სასამართლოს მიხედვით, უცნობია, ვინ არის მეორე მკვლელი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა.

რაც შეეხება მეორე არასრულწოვნის, ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ბ-ს სასჯელი 11 წელსა და 3 თვემდე გაუზარდა.

ამავე თემაზე

სააპელაციო: დავით სარალიძე გ.ჯ-მ დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა

მასალების გადაბეჭდვის წესი