ახალი ამბები

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში იწვევს

1 ივნისი, 2019 • 1212
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში იწვევს

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვაშინგტონში მიიწვია. ამის შესახებ უკრაინული მედია ზელენსკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტრამპს მიწვევისთვის და აღნიშნავს, რომ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი კანონპროექტი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისთვის მნიშვნელოვანია.

ზელენსკიმ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა და ხმათა 73% მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი