ახალი ამბები

ომარ ნიშნიანიძის ნიჩბებით აღჭურვილმა მოტორიანმა “არგომ” გაცურა – ვიდეო

31 მაისი, 2019 • 2121
ომარ ნიშნიანიძის ნიჩბებით აღჭურვილმა მოტორიანმა “არგომ” გაცურა – ვიდეო

“ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა ომარ ნიშნიანიძემ  სტუდენტებთან ერთად აგებული ხომალდით, რომელსაც “არგო” დაარქვა, ფოთიდან ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის მიმართულებით, მდინარე რიონში, გაცურა.

ნიჩბებით აღჭურვილი მოტორიანი “არგო” წყალში უკვე ჩაუშვეს, რომელსაც თან ახლდა პერფორმანსი.

როგორც ნიშნიანიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, პერფორმანსის მიზანი ტიმ სევერინის მოგზაურობიდან 35 წლისთავის აღნიშვნა და ოქროს საწმისის ლეგენდის გაცოცხლებაა.

ნიშნიანიძის განცხადებით, ხომალდს სტუდენტებთან ერთად ორი თვეა აშენებს.

ფოტო/ვიდეო: ხათუნა ქაცარავა

ყოფილი დეპუტატი ნიშნიანიძე თავისივე აშენებული “არგოთი” რიონში გაცურავს

მასალების გადაბეჭდვის წესი