ახალი ამბები

რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ ლარი დოლართან გამყარდა

31 მაისი, 2019 • 1030
რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ ლარი დოლართან გამყარდა

რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ვალურტა დოლართან 1.5 თეთრით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ხვალ, პირველ ივნისს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.78 ლარი იქნება.

ლარი 1.3 თეთრით გამყარდა ევროსთანაც და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.10 თეთრი გახდა. დღეს, 31 მაისს, აშშ დოლართან მოქმედი კურსი, რომლის მიხედვითაც ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.80 ლარი იყო, ლარის ისტორიაში დოლართან ყველაზე დაბალ ნიშნულს წარმოადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი