ახალი ამბები

დავით კირკიტაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

31 მაისი, 2019 • 1924
დავით კირკიტაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირიკიტაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

როგორც “ნეტგაზეთს” “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” განუცხადეს, კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად გათავისუფლდა. მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

სამართალდამცველებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი 2018 წლის 16 დეკემბერს გურჯაანი-თელავის გზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი