ახალი ამბები

მარშანია დეპუტატების ჩხუბზე: დარტყმაც არ შეუძლიათ, ვაჟკაცური ჩხუბი არ შეუძლიათ

31 მაისი, 2019 • 1953
მარშანია დეპუტატების ჩხუბზე: დარტყმაც არ შეუძლიათ, ვაჟკაცური ჩხუბი არ შეუძლიათ

“გაინტერესებთ, ვინ ვის დაარტყა პარლამენტში? ესეც არ შეუძლიათ ამათ, დარტყმაც არ შეუძლიათ, ვაჟკაცური ჩხუბი ამათ არ შეუძლიათ, საქართველო ამათ ხელში არის უპატრონო” – ეს კომენტარი საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ადა მარშანიამ პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირების შესახებ გააკეთა.

პარლამენტში დეპუტატებს, მიხეილ ყაველაშვილს, მუხრან ვახტანგაძესა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის კადრები პირველმა არხმა გაავრცელა.

კადრებში ჩანს, რომ დეპუტატები ჯერ კამათობენ, ხოლო შემდეგ მუხრან ვახტანგაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, რა დროსაც ორივე მათგანს მანდატურის სამსახურის თანამშრომლები და კოლეგები აკავებენ.

სიტუაციის განსამუხტად დეპუტატები მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც ხმაური დეპუტატების ოთახში გაგრძელდა. დაპირისპირების მიზეზებზე დეპუტატები არ საუბრობენ.

მუხრან ვახტანგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს იყო მეგობრული საუბარი, რომელიც მედიის გასარჩევი არ არის.

ლევან გოგიჩაიშვილმა კი ნეტგაზეთს უთხრა, რომ სერიოზული არაფერი მომხდარა.

ვიდეო ▶ დაპირისპირება უმრავლესობის ყოფილ და მოქმედ დეპუტატებს შორის

მასალების გადაბეჭდვის წესი