ახალი ამბები

ემზარ კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

20 ნოემბერი, 2014 • • 895
ემზარ კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

აქციაზე ნორა კვიციანმა, ემზარ კვიციანის დამ, განაცხადა, რომ ისინი ემზარ კვიციანის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ელოდდნენ. მისი თქმით, პროკურორმა და მოსამართლემ ამ განაჩენის გამოთანით საქართველოს მთავრობას პროვოკაცია მოუწყვეს. 

 

ემზარ კვიციანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კვიციანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა) და 315–ე მუხლის მესამე ნაწილით (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) ქონდა წაყენებული.

 

ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. კვიციანი ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და ნაციონალური მოძრაობის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 2006 წლის ივლისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად კვიციანმა საქართველო დატოვა და წინა ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გადავიდა.

 

საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა. მას ბრალი ამბოხებასა და ტერორიზმში ედებოდა. ემზარ კვიციანი 2014 წლის 28 თებერვალს, თბილისში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს.

აქცია ემზარ კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით. 20.11.2014
აქცია ემზარ კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით. 20.11.2014

აქცია ემზარ კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით. 20.11.2014
აქცია ემზარ კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით. 20.11.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი