ახალი ამბები

ბათუმში 12 მაღალჩინოსანი დააკავეს, მათ შორის, განათლების მინისტრის მოადგილე

30 მაისი, 2019 • 2471
ბათუმში 12 მაღალჩინოსანი დააკავეს, მათ შორის, განათლების მინისტრის მოადგილე

პროკურატურამ აჭარაში თანამდებობის 12 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანვალიძე და ბათუმის ვიცემერი თენგიზ პეტრიძე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობის პირები „იაფი სახლის“ პროექთან დაკავშირებით დააკავეს.

განახლება, 18:00:

აჭარის პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა, ბათუმის ვიცე-მერის, ფინანსთა და განათლების მინისტრის მოადგილეების და სხვა პირების დაკავებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ჩამოთვალა ის გარემოებები, რის გამოც დააკავეს 7 პირი. პროკურატურის ვერსიას, რომელიც ნათია სონღულაშვილმა გააცნო საზოგადოებას, უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პროკურატურამ, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, განახორციელა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე გათვალისწინებული, სსკ-ის 182 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებულნი არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი [პროკურორმა მხოლოდ დაკავებულების ინიციალების დაასახელა], აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, მერიის მუნიციპალური სერვისების, ქონების მართვის სამსახურის უფროსიეგარსლან ლომაძე, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, მერიის შესყიდვის სამსახურის უფროსი ბექა ხალვაში.  

პროკურატურა აღნიშნულ პირებს “იაფი სახლის” პროექტის ფარგლებში ტენდერის არასათანადოდ ჩატარებასა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავება.

წაიკითხეთ ვრცლად:

http://batumelebi.netgazeti.ge/news/207123/

მასალების გადაბეჭდვის წესი