ახალი ამბები

ფოტოები გარეჯიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან

28 მაისი, 2019 • 1333
ფოტოები გარეჯიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან

ფოტორეპორტაჟი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიიდან, სადაც დღეს საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ა.შ.

ისინი სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას აპირებენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდბელობის დღეს, აზერბაიჯანელი სტუდენტები მსვლელობას აპირებდნენ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ძეგლების მიმართულებით, თუმცა შსს ამბობს, რომ მათ ასეთი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

“ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არანაირი მსვლელობა არ იგეგმება”, – ამბობს თეიმურაზე კუპტაძე, სასაზღვრო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

 

 

რა უძღოდა წინ პრობლემის გამწვავებას დავითგარეჯთან დაკავშირებით, რა არაფორმალური შეთანხმება არსებობდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და რატომ “ვეღარ ითმენს” დღეს საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან გადაუწყვეტელია? წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია ამ თემაზე:

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი