ახალი ამბები

ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან დავითგარეჯისკენ არანაირი მსვლელობა არ იგეგმება – კუპატაძე

28 მაისი, 2019 • 728
ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან დავითგარეჯისკენ არანაირი მსვლელობა არ იგეგმება – კუპატაძე

სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეიმურაზ კუპატაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დღეს აზერბაიჯანელი ტურისტები აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსისკენ აპირებენ მსვლელობას.

ამის შესახებ კუპტაძემ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში განაცხადა, სადაც ამჟამად საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც იმყოფებიან.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს, აზერბაიჯანელი სტუდენტები მსვლელობას აპირებდნენ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ძეგლების მიმართულებით, თუმცა კუპტაძე ამბობს, რომ ასეთი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

“ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არანაირი მსვლელობა არ იგეგმება”, – ამბობს კუპტაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი