ახალი ამბები

ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 3 ივნისს გამოცხადდება

27 მაისი, 2019 • 1067
ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 3 ივნისს გამოცხადდება

სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა 3 ივნისამდე გადაიდო. სწორედ 3 ივნისს გახდება ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

ამავე თემაზე

“იყავით პრინციპულები” – ზაზა სარალიძის ღია წერილი სააპელაციო სასამართლოს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი