ახალი ამბები

საზოგადოებრივ მაუწყებელზე კახაძისა და შავგულიძის დებატები გაიმართება

27 მაისი, 2019 • 800
საზოგადოებრივ მაუწყებელზე კახაძისა და შავგულიძის დებატები გაიმართება

საზოგადოებრივ მაუწყებელზე პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს შორის დებატები გაიმართება.

მაუწყებლის შეთავაზებას მთაწმინდის მაჟორიტარობის ორივე კანდიდატი დასთანხმდა. დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გაიმართება.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დებატების ფორმატი კანდიდატებთან შეთანხმდება.

2019 წლის შუალედურ არცევნებში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ ხმათა 36.84% მიიღო, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლადო კახაძემ კი  – 41.01%.

მეორე ტური მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში 9 ივნისს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი