ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის კომპანია სოხუმის აეროპორტის რეკონსტურქციას გეგმავს

15 ნოემბერი, 2014 • • 1020
რუსეთის კომპანია სოხუმის აეროპორტის რეკონსტურქციას გეგმავს

გამოცემის თანახმად, შეთანხმებას ხელი მოაწერა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბუტბამ და კომპანია “აეროპორტ დეველოპმენტის” გენერალურმა დირექტორმა ვლადლენ ვოლოშინმა. 

 

ოფიციალური ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში რუსეთის მხარემ უნდა მოამზადოს შეთანხმების პროექტი, რის შემდეგაც მის საბოლოო ვარიანტს ხელს მოაწერენ. 

 

“ეს სტრუქტურა სახელმწიფო სტრუქტურად რჩება, რეკონსტრუქციის სამუშაოები და აღჭურვილობის შეძენა საინვესტიციო ფულით განხორციელდება, თუმცა ის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იქნება,”– განაცხადა ბუტბამ. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი