ახალი ამბები

მალხაზ მაჩალიკაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ წაქცევის პირას ვარ, ბრძოლას გავაძლიერებ

27 მაისი, 2019 • 1187
მალხაზ მაჩალიკაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ წაქცევის პირას ვარ, ბრძოლას გავაძლიერებ

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის მიერ საპროტესტო აქციების დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით დღეს მდუმარე აქცია პარლამენტის შენობის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილმა გამართა და განაცხადა, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს:

“27 მაისი არის დღე, რომელ დღესაც ჩვენ საპროტესტო აქცია დავიწყეთ და ქუჩაში გამოვედით. მას შემდეგ ერთი წელი შესრულდა. თემირლანის მკვლელობიდან წელიწადნახევარია გასული. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ჩემ გვერდითაა. მე ამ ერთი წლის განმავლობაში ენით აღუწერელი ზეწოლა, პროვოკაციები, შანტაჟი და ტალახის სროლა გამოვიარე.

ამის მიუხედავად, მე მთელ საქართველოს ვეუბნები, მე დღეს მაქვს პრეტენზია მთელ ხელისუფლებასთან. სანამ ეს ხელისუფლება ჩემი შვილის მკვლელობის და ჩემი ამ დღეში ჩაგდების გამო არ აგებს პასუხს, მე აქედან წამსვლელი არ ვარ. ეს პროტესტი გაგრძელდება. თუ რა მასშტაბით და რა სტრატეგიებით, ამას რამდენიმე დღეში განვაცხადებ. მიუხედავად იმისა, რომ დავიღალე და წაქცევის პირას ვარ, გავძლიერდები და გავაძლიერებ ჩემს ბრძოლას” ,- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილაი შვილების მკვლელობის სრულყოფილად გამოძიების მოთხოვნით მთელი წლის განმავლობაში აქციებს მართავდნენ. ბოლო რამდენიმე თვეა, პარლამენტთან აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაზა სარალიძის გარეშე აგრძელებს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ რაიმე დაპირისპირება სარალიძესთან არ ჰქონია და აქციებზე სარალიძე პირადი მიზეზის გამო არ მიდის.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

2018 წლის ადამიანები – ინტერვიუ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძესთან

მასალების გადაბეჭდვის წესი