ახალი ამბები

2019 წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გიორგი როსტიაშვილი წარადგენს

26 მაისი, 2019 • 1847
2019 წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გიორგი როსტიაშვილი წარადგენს

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს გიორგი როსტიაშვილი წარადგენს.

გიორგი როსტიაშვილი 2019 წლის 26 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საბავშვო მუსიკალური პროექტის „რანინას“ გამარჯვებული გახდა და, შესაბამისად, საქართველოს ის წარადგენს საბავშვო ევროვიზიაზე.

2019 წლის საბავშვო ევროვიზია პოლონეთში გაიმართება 24 ნოემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი