ახალი ამბები

დავითგარეჯაში ისევ შეიკრიბნენ ქართველი დემონსტრანტები

26 მაისი, 2019 • 1217
დავითგარეჯაში ისევ შეიკრიბნენ ქართველი დემონსტრანტები

26 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული სამუშაოების გასაპროტესტებლად.

მოქალაქეების ჩიჩხიტურის მონასტრის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, აღმართეს საქართველოს დროშები და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

საპროტესტო აქციას მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის მონასტრისკენ გზის გამოყვანა დაიწყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ სამუშაოები აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და არა ქართულ მხარეს, თუმცა ეს სამუშაოები მაინც შეაჩერეს.

აქციის ორგანიზატორი იყო ჯგუფი, სახელად „ძალა ერთობაშია“ [არ აგერიოთ მსგავსი სახელწოდების პოლიტიკურ გაერთიანებაში], რომლის ლიდერია დავით ქაცარავა.

სახელმწიფო მესვეურებმა არაერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას კონსტრუქციულობისკენ და ემოციური განცხადებებისგან თავის შევაკებისაკენ.

„აუცილებელია, რომ ჩვენ ამ მგრძნობიარე თემატიკიდან გამომდინარე, ყველა საკითხი გავიაროთ [საზღვრის დელიმიტაციის] კომისიის ფარგლებში. კომისია მოწადინებულია, საკითხები ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე მოგვარდეს“, — განაცხადა ზალკალიანმა 23 მაისს.

შენიშვნა: გარეკანის ფოტო გადაღებულია 5 მაისს

მასალების გადაბეჭდვის წესი