ახალი ამბები

სოლიდარობა ჭიათურელ მაღაროელებს — აქცია ქუთაისში [ვიდეო]

26 მაისი, 2019 • 1112
სოლიდარობა ჭიათურელ მაღაროელებს — აქცია ქუთაისში [ვიდეო]

ჭიათურაში გაფიცულ ათასობით მაღაროელს სოლიდარობა ქუთაისშიც გამოუცხადეს. 26 მაისს ქუთაისის თეთრ ხიდზე 10-მდე ადამიანი შეიკრიბა და მხარი დაუჭირა გაფიცული მაღაროელების მოთხოვნებს. რამდენიმე მათგანი 10 დღეა, შიმშოლობს. პროტესტის ნიშნად სულ, მცირე, ორმა გაფიცულმა მაღაროელმა ამოიკერა პირი.

„ამ ქალაქს წაართვეს პერსპექტივა და ვითხოვთ ამ პერსპექტივის უკან დაბრუნებას“, — თქვა ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ნუგზარ კოხრეიძემ ქუთაისში. აქციის ორგანიზატორი იყო საინიციატივო ჯგუფი „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“.

ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ „ვახტურ რეჟიმზე“ მომუშავე მაღაროელები 15 მაისს გაიფიცნენ (ვახტური რეჟიმი ნიშნავს თვეში 15 დღის განმავლობაში სახლში წაუსვლელად მუშაობას). მოგვიანებით გაფიცვას 3000-ზე მეტი დასაქმებული შეუერთდა.

გაფიცვის თავდაპირველი მოთხოვნა აღნიშნულ საცხოვრებელში საკვების ხარისხის გამოსწორება იყო. თუმცა მალევე, მას შემდეგ, რაც გაფიცულებს სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ, მოთხოვნები შეიცვალა: ახლა გაფიცულების მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით გაზრდაა. ამის ჩათვლით, მათ ოთხი მოთხოვნა აქვთ. დანარჩენი მოთხოვნებია: სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება; მძიმე სატვირთო მანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვა; გარანტიები, რომ შეთანხმების შემდეგ გაფიცულების მიმართ კომპანია დისციპლინარულ ღონისძიებებს არ გაატარებს.

დეტალებისთვის გირჩევთ:

საჭიროების შემთხვევაში ჩავალთ, ამ ეტაპზე კომპანიაც იაზრებს პრობლემას — თურნავა ჭიათურაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი