ახალი ამბები

“დამოუკიდებლობის მემორიალი” – პერფორმანსი თბილისში

25 მაისი, 2019 • 4624
“დამოუკიდებლობის მემორიალი” – პერფორმანსი თბილისში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არტისტ ანდრო დადიანი 24 საათიანი პერფორმანსით ხვდება, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ. “დამოუკიდებლობის მემორიალი” ქვეყნის საიუბილეო თარიღს ეძღვნება – ავტორის თქმით, “თავისუფლების შესავალს, რომელსაც დღემდე ვტკეპნით”.

ღვინითა და პურით, ასევე ყვავილებით გაწყობილი, დახრილი მაგიდა, თეთრი სუფრითა და კიდესთან – მიწით, მოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციის წინ, 26 მაისის 12:00 საათამდე დახვდებათ. ავტორის თქმით, ნებისმიერს შეუძლია, “ყვავილებით შეამკოს” ის ან “საპატიო ყარაულად” დაუდგეს.

"დამოუკიდებლობის მემორიალი" - ანდრო დადიანის პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან "დამოუკიდებლობის მემორიალი" - ანდრო დადიანის პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან "დამოუკიდებლობის მემორიალი" - ანდრო დადიანის პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან "დამოუკიდებლობის მემორიალი" - ანდრო დადიანის პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან "დამოუკიდებლობის მემორიალი" - ანდრო დადიანის პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან

ოდნავ მოშორებით დგას საინფორმაციო დაფაც, რომელზეც ანდრო დადიანი “დამოუკიდებლობის მემორიალის” არსსა და მისი თვალით დანახული საქართველოს ამჟამინდელ რეალობას აღწერს.

“1989 წელს დაწყებული თავისუფლებისათვის ბრძოლიდან 30 წელი გავიდა, 1991 წელს გამოცხადებულ დამოუკიდებლობას, როგორც თავისუფლების შესავალს დღემდე ვტკპენით. ქვეყანამ ტერიტორიების 20% დაკარგა. სახელმწიფო სხეულის ამპუტირებულ 20 პროცენტს უწყვეტად უერთდება სოფლები და ქალაქები. ქვეყნის შიდა ოკუპაცია შეიძლება დაერქვას წახალისებულ რელიგიურ, ეთნიკურ, მორალურ, სექსუალურ, კუთხურ, უბნურ დაპირისპირებებს, რომელიც ანაწევრებს და თიშავს მოქალაქეებს ერთმანეთისგან.

გაუგებარ ძალებზე გამოკიდებული ქვეყნის მეთაურების გულგრილობით, განათლების არარსებობითა და სიღარიბით, უწყვეტად ვკარგავთ ერთმანეთს, საკუთარ მომავალს, ტერიტორიებს და ხშირადაა საშიშროება დამოუკიდებლობას, როგორც ზღურბლს უნდა გადავცდეთ.

იდეოლოგიურმა მანქანამ ქართველობა თრობად, დიდ სუფრად აქცია, რომელიც საჭიროებისთანავე ტრადიციის ხელით პრობლემის გადასაფარად და ძალადობის გასამართლებლად გამოიყენება. ტრადიციების ასეთი კომერციალიზაცია აბათილებს მისსავე მნიშვნელობას და ეს ყველაფერი ამუხრუჭებს მოძრაობას მომავლისკენ”, – წერს ანდრო დადიანი.

ავტორი გარკვეული პერიოდულობით თავადაც ჩნდება “მემორიალზე”, სკოჩით შებოჭილი. აღწერაში ვკითხულობთ, რომ  ამ ფორმით ის “ქვეყნის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის ტრავმებს საკუთარ სხეულზე გაიმეორებს და ამ ფორმით გამოხატავს მის დამოკიდებულებას ჩვენს დამოუკიდებლობაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი