ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებას ხელი აუცილებლად მოეწერება

14 ნოემბერი, 2014 • • 1300
ხაჯიმბა: რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებას ხელი აუცილებლად მოეწერება

“მასში არ არის საუბარი აფხაზეთის სუვერენიტეტის შემცირებაზე. რუსეთთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთი ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს, შინაარსობრივად კი, შეთანხმების შევსება ჩვენზეა დამოკიდებული”,- განაცხადა ხაჯიმბამ.


მან საულუსტრაციოდ რუსეთსა და ყაზახეთს შორის გაფორმებული შეთანხმება მოიყვანა.

 

“იმის გამო, რომ შეთანხმების ტექსტში არსებობს ტერმინი “ინტეგრაცია” და “შეთანხმებული საგარეო პოლიტიკა,” ყაზახეთის სუვერენიტეტი არ დაზარალებულა. რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებაში საუბარი არ არის საერთაშორისო საზღვრის გაუქმებაზე. ის ითვალისწინებს მხოლოდ ფსოუზე ხალხისთვის და ტვირთებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივებას, ასევე, შეთანხმება გადაწყვეტს აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის გამაგრების საკითხებს.”  

 

გარდა ამისა, საუბრის დროს, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის საგარეო უწყება აქტიურად მუშაობს, რომ გაფართოვდეს იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ხაჯიმბას განმარტებით, ამჟამად ამ კუთხით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიოს გარკვეულ რეგიონში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ რეგიონზეა საუბარი. 

 

კიდევ ერთი თემა, რომელიც შეხვედრის დროს განხილვის საგანი გახდა, ჟენევის დისკუსიებია.

 

მისი აზრით, ეს ფორმატი აფხაზეთისთვის აუცილებელი მოედანია, რომელზეც უარი არ უნდა თქვან, ვინაიდან, მისი თქმით, სწორედ იქ მიმდინარეობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, “მათ შორის საქართველოსთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე, ჰუმანიტარული საკითხებსა და მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების საკითხებზე მსჯელობა. თუ გაჩნდება იმის საჭიროება, რომ ჟენევის დისკუსიები შეწყდეს, საჭიროა ვიფიქროთ სხვა ფორმატებსა და საშუალებებზე, რომელიც ჩვენ ჯერ არ გვაქვს.” 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი