ახალი ამბები

ვინ არის და რა შეხედულებები აქვს გადაუწყვეტელ ამომრჩეველს

24 მაისი, 2019 • 1664
ვინ არის და რა შეხედულებები აქვს გადაუწყვეტელ ამომრჩეველს

NDI-ს დაკვეთით, CRRC-ს მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს.

ვინ არის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი

გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში ქალები 54 პროცენტით ჭარბობენ. რაც შეეხება ასაკობრივ ჩაშლას, გადაუწყვეტელი ამომრჩეველების 70 პროცენტს 18-დან 55 წლამდე ასაკის მოქალაქეები შეადგენენ, 30 პროცენტი კი 55 წლის ან მეტისაა.

გდაუწყვეტელი ამომრჩევლის ყველაზე მეტი, 32 პროცენტი ქალაქად ცხოვრობს, 28 პროცენტი კი- ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში; 18 პროცეტი დედაქალაქში ცხოვრობს, 22 კი -სოფლად.

რას ფიქრობენ შიდა პოლიტიკაზე

კვლევის მონაწილეთა 60 პროცენტის (რომლებმაც განაცხადეს, რომ არ აქვთ გადაწყვეტილი, საპარლამენტო არჩევებში ვის დაუჭერენ მხარს) 58 პროცენტი მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს, 33 პროცენტი კი- პოზიტიურად.

კვლევის ფარგლებში გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ასევე ჰკითხეს, თუ როგორ შეაფასებდნენ სასამართლოების საქმიანობას. მათმა 37-მა პროცენტმა სასამართლოების საქმიანობა ნეგატიურად, 33%-მა- საშუალოდ, 8-მ კი პოზიტიურად შეაფასა.

რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 59% პოზიტიურად აფასებს, 6 პროცენტი- ნეგატიურად, 24 კი- საშუალოდ.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლებს ასევე სთხოვეს შეეფასებინათ პოლიტიკოსები. კითხვაზე, დადებითი დამოკიდებულება გაქვთ თუ უარყოფითი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, იმ პირთა 32-მა პროცენტმა, რომელებსაც არ აქვთ გადაწყვეტილი, ვის მისცემენ საპარლამენტო არჩევნებში ხმას, განაცხადა, რომ უარყოფითი, 38-მა- ნეიტრალური, 25-მა პროცენტმა კი დადებითი პასუხი დააფიქსირა.

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ შეაფასებდნენ ბიძინა ივანიშვილს, გამოკითხულთა 37-მა პროცენტმა, რომლებმაც თქვეს, რომ არ აქვთ გადაწვყეტილი, საპარლამენტო არჩევნებში ვის დაუჭერენ მხარს, უპასუხეს, რომ ივანიშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 42-მა პროცენტმა ამავე კითხვაზე განაცხადა, რომ  ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ, 15-მა კი- დადებითი.

“ევროპული საქართველოს” ლიდერების, გიგი უგულავას, გიგა ბოკერიას და დავით ბაქრაძის მიმართ დამოკიდებულება კვლევაში ასახული არაა. გამოკითხულებს ჰკითხეს, როგორი დამოკიდებულება აქვთ “ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის, ელენე ხოშტარიას მიმართ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 36 პროცენტი ელენე ხოშტარიას მიმართ ნეიტრალურადაა განწყობილი, 20 პროცენტი- უარყოფითად, 14 პროცენტი- დადებითად, 19-ს კი არ სმენია.

ეკა ბესელიას მიმართ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 31 პროცენტი ნეგატიურადაა განწყობილი, 42- ნეიტრალურად, 14 კი- დადებითად.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 51 პროცენტი კვლევის მიხედვით ამბობს, რომ დავით უსუფაშვილის მიმართ ნეიტრალურადაა განწყობილი, 15- უარყოფითად, 18 კი- დადებითად.

ირმა ინაშვილის მიმართ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 30 პროცენტია ნეგატიურად განწყობილი, 35- ნეიტრალურად, 18 კი – დადებითად.

გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს ასევე სთხოვეს შეეფასებინათ, დადებითად არიან განწყობილი თუ უარყოფითად ზურა ჯაფარიძის მიმართ, რაზეც მათმა 32-მა პროცენტმა თქვა, რომ უარყოფითად, 31-მა- ნეიტრალურად, 7-მა კი -დადებითად.

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, კვლევის მიხედვით მის მიმართ დადებითად არის განწყობილი გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 27 პროცენტი, 20 -უარყოფითად, 40 კი – ნეიტრალურად.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 27 პროცენტის თქმით, ნინო ბურჯანაძის მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი, 19 ამბობს, რომ დადებითად, 43 კი- ნეიტრალურად.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის მიმართ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დამოკიდებულებას, მათი 23 პროცენტი ამბობს, რომ ელისაშვილის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვთ, 13-ს -უარყოფითი, 34-ს კი- ნეიტრალური.

იმ პირებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ აქვთ გადაწყვეტილი, ვის დაუჭერენ მხარს საპარლამენტო არჩევნებში, ხათუნა სამნიძისადმი დამოკიდებულების შეფასებაც სთხოვეს. მათმა 52-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მის შესახებ არ სმენიათ, დადებითად კი 2-მა პროცენტმა შეაფასა.

რაც შეეხება შალვა შავგულიძეს, გადაუწვყეტელ ამომრჩევლებში კითხვაზე, თუ როგორ არიან განწყობილნი შავგულიძის მიმართ, 29 პროცენტმა თქვა, რომ ნეიტრალურად, 10-მა -დადებითად, 9%-მა- ნეგატიურად, 36 პროცენტს კი არ სმენია.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 55 პროცენტი ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არცერთი პარტია არ დგას. 12 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება”. გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 6% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დგას, 4 პროცენტი კი ამ კითხვაზე “ევროპულ საქართველოს” ასახელებს.

მათი 58%, ვინც კვლევის ფარგლებში განაცხადა, რომ გადაწყვეტილი არ აქვთ, ვის მისცემენ საპარლამენტო არჩევნებში ხმას, ასევე ამბობს, რომ სავარაუდოდ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, 42% კი ამბობს, რომ სავარაუდოდ არჩევნებზე არ მივლენ.

რას ფიქრობს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი საგარეო პოლიტიკაზე

“გადაუწყვეტელი” ამომრჩევლის უმეტესობა, (28 პროცენტი) მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსული სამხედრო აგრესიაა; 11 პროცენტისთვის- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, 9 პროცენტისთვის კი- რუსული პროპაგანდა.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლების უმრავლესობა, 25 პროცენტი, მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაეხმარება. 12 პროცენტის აზრით კი, ქვეყანას ძლიერი ლიდერი დაეხმარება, რომელიც ერთპიროვნულად მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას (ამ აზრს “გადაუწყვეტილი” ამომრჩევლის 8% იზიარებს).

გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 75 პროცენტისთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მისაღებია, 14 პროცენტისთვის კი -მიუღებელი.

აღსანიშნავია, რომ ნატოსა და ევროკავშირისადმი პროცენტულად “გადაწყვეტილი” ამომრჩევლის მხარდამჭერა უფრო მყარია:

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, ამას გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 71 პროცენტი ემხრობა, 17-სთვის კი მიუღებელია.

სხვა საკითხები

გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 74 პროცენტი “ვარდების რევოლუციას” ქვეყნისთვის დადებით მოვლენად აფასებს, 16 პროცენტს კი უარყოფითად მიაჩნია.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილებას კი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 54 აფასებს პოზიტიურად, 32 კი მიიჩნევს, რომ ეს ნეგატიური მოვლენა იყო.

გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს ასევე ჰკითხეს, როგორ შეაფასებდნენ საქართველოსთვის საბჭოთა კავშირის დაშლას, რაზეც 48%-მა თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის დადებითი მოვლენა იყო, 41% კი უარყოფით მოვლენად აფასებს.

მათ, ვინც თქვა, რომ არ აქვთ გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემენ ხმას საპარალამენტო არჩევნებში ასევე ჰკითხეს, თუ რომელ ტელეარხს ენდობიან სანდო ცნობების მისაღებად, რაზეც მათმა 25-მა პროცენტმა თქვა, რომ არცერთ არხს არ ენდობა, 29 პროცენტმა ასეთ ტელევიზიად “იმედი” დაასახელა, 25-მა კი- “რუსთავი 2”. 5 პროცენტი ყველაზე სანდო ტელევიზიად “TV პირველს” ასახელებს, 3% კი -საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი