ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო: აზერბაიჯანული არმია სომხეთის ტერიტორიასაც აკონტროლებს

24 მაისი, 2019 • 2830
ბაქო: აზერბაიჯანული არმია სომხეთის ტერიტორიასაც აკონტროლებს

“არა მხოლოდ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები, სომხეთის მთელი ტერიტორია აზერბაიჯანული არმიის დანაყოფების კონტროლისა და მეთვალყურეობის ქვეშაა”, – ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის კომენტარს.

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა აზერბაიჯანის მორიგ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე, სომეხი სამხედროების წინაშე აღმოჩენილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი გაიქცა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი