ახალი ამბები

“დავის ნაცვლად აუდიტი” – ნიჟარაძის შეთავაზება რ2-ის მეწილეებს

24 მაისი, 2019 • 935
“დავის ნაცვლად აუდიტი” – ნიჟარაძის შეთავაზება რ2-ის მეწილეებს

რ2-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე აცხაებს, რომ  სხვა პარტნიორებისა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო დავაზე უარს იტყვის, თუ მხარეები შეთანხმებას მოახერხებენ.

ამის შესახებ დღეს კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა ისაუბრა.

ყავლაშვილის ინფორმაციით, ხვალ, 25 მაისს, 15:00 საათზე რ2-ის შენობაში პარტნიორთა კრება გაიმართება, სადაც ნიჟარაძის მხარე სამართლებრივი დავის ალტერნატიულ წინადადებებს შესთავაზებს დანარჩენ მეწილეებს. მისი თქმით, ნიჟარაძის მხარე მზადაა დავა თბილისის საქალაქო სასამართლოდან საერთაშორისო არბიტრაჟში გადაიტანოს [ეს შეთავაზება ნიკა გვარამიასგან მოდის]. ამასთან, დავაზე უარს იტყვის, თუ მხარეები შეთანხმდებიან იმაზე, რომ რ2-ის ფინანსურ დოკუმენტაციას დიდი ოთხეულის წევრი რომელიმე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შეამოწმებს.

მისი თქმით, ნიჟარაძის თვითმიზანი დავა არ არის, არამედ სურს მიიღოს ფინანსური დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებებს შემდეგი მოქმედებების შესახებ.

“ჩვენ ვენდობით იმ შედეგებს, რასაც [აუდიტორული] კომპანია დადებს”, – განაცხადა ყავლაშვილმა.

ნიჟარაძის მხარე ასევე ითხოვს, რომ პარტნიორთა ხვალიდნელი კრება საჯარო იყოს და მედიამ მისი გადაღება შეძლოს.

ამავე თემაზე

რ2 – ნინო ნიჟარაძის დავის სამართლებრივი დეტალები

ნიჟარაძე ერთ ნაწილში არასათანადო მოსარჩელეა, მეორეში – სასამართლომ საქმე უნდა შეწყვიტოს – საია

მასალების გადაბეჭდვის წესი