ახალი ამბები

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობას დაეთანხმა

23 მაისი, 2019 • 1338
ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობას დაეთანხმა

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

17 წლის ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ბრალდების მხარემ მოითხოვა, რასაც ადვოკატიც დაეთანხმა.

როგორც “რუსთავი 2-თან” დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი ამბობს, შუამდგომლობას ბრალდებულთან შეთანხმების შედეგად დასთანხმდნენ.

ადვოკატისვე თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. 17 წლამდე გოგო 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ამ თემაზე:

ბრალის წარდგენის მერე ვიტყვით, ბრალს აღიარებს თუ არა — 17 წლის დედის ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი