ახალი ამბებიეკონომიკა

ლარის გაუფასურებაზე გავლენა თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებმა იქონია – ბახტაძე

23 მაისი, 2019 • 3011
ლარის გაუფასურებაზე გავლენა თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებმა იქონია – ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ლარის გაუფასურება აშშ დოლარის მიმართ უკავშირდება თურქეთში მიმდინარე მოვლენებს. ბახტაძის თქმით, საქართველოს მსგავსი მცირე ზომის ეკონომიკის პირობებში მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები გავლენას ახდენს.

როგორც ბახტაძე ირწმუნება, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც შესაძლოა ლარის კურსზე მოქმედებდეს, კარგია. ამის მაგალითად ექსპორტის მაჩვენებლები მოჰყავს, თუმცა პრემიერი არ პასუხობს კითხვას, რა გავლენა აქვს ეროვნული ვალუტის კურსზე შემცირებულ პირდაპირ ინვესტიციებს.

“იმ მოვლენებმა, რაც თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარეობს, გავლენა იქონია ლარის კურსზე, მაგრამ ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე, რომლებიც მე დაგისახელეთ. ამავე დროს, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ძალიან მასშტაბურია. აქედან გამომდინარე, შეფასება ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს არის მოკლევადიანი ასახვა. საქართველოს მთავარი პრობლემა არის იმპორტზე დამოკიდებულება და ჩვენი მცირე ზომის ეკონომიკა. შესაბამისად, მთავრობის ამოცანაა, ისეთი საექსპორტო საქონლის წარმოება, რომელიც საშუალებას მოქვცემს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შევამციროთ. ჩვენ შევძელით ლარი გაგვეხადა ნაკლებად მოწყვლადი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. დასკვნა მარტივია, ეს არის მოკლევადიანი ეფექტი”, – აცხადებს ბახტაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი