ახალი ამბები

თბილისის მერია მეტროსადგურ “გოცირიძის” რეაბილიტაციას გეგმავს

23 მაისი, 2019 • 1769
თბილისის მერია მეტროსადგურ “გოცირიძის” რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მერია მეტროსადგურ “გოცირიძის” რეაბილიტაციას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც სადგურის ბაქანი გადაიხურება. ამ დროისთვის “გოცირიძე” ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ბაქანი აქვს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის საჭირო ტენდერი უკვე მეორედ გამოცხადდა. უწყებაში ამბობენ, რომ რეაბილიტაცია 2018-2019 წლების გეგმაშია გაწერილი.

რაც შეეხება “გოცირიძის” ხიდს, მის შესახებ ხშირად იწერებოდა ფეისბუკზე და მომხმარებელბს ადარდებდათ ის ფაქტი, რომ მატარებლები ამ მონაკვეთის გავლისას სიჩქარეს ანელებდნენ. სატრანპსორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ხიდის კონსტრუქცია სპეციალისტებმა შეამოწმეს და ექსპლუატაციისთვის უსაფრთხოა.

უწყება განმარტავს, რომ სანამ კვლევების პასუხს მიიღებდნენ, თავის დაზღვევის მიზნით, ხიდზე სიჩქარის ლიმიტი დააწესეს, რაც ამ დროისთვის მოხსნილია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი