ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

OSCE-ს მინსკის ჯგუფი ყარაბაღის ზონაში ჩამოგდებული ვერტმფრენის გამო შეშფოთებულია

13 ნოემბერი, 2014 • • 1032
OSCE-ს მინსკის ჯგუფი ყარაბაღის ზონაში ჩამოგდებული ვერტმფრენის გამო შეშფოთებულია

“ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ მოვლენების გამო, რომლებმაც ამ ინციდენტამდე მიგვიყვანა შერიგების შესახებ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემდეგ. რეგიონი ვერ მისცემს თავს უფლებას ძალადობის კიდევ ერთი კერა დაუშვას. ჩვენ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს ვახსენებთ სოჭში, ნიუპორტსა და პარიზში აღებული პასუხისმგებლობის შესახებ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ვალდებულებების შესრულების საკითხში,”- განაცხადეს თანათავმჯდომარეებმა. მათ მოუწოდეს მხარეებს მიიღონ ზომები ნდობის გასამყარებლად, რომლებიც გაზრდის გამჭვირვალობას სომხეთ-აზერბაიჯანის სახედროთა გადაკვეთის ზოლში და შეამცირებს მსგავსი მოვლენების განმეორების შესაძლებლობას.


სამხედრო ვერტმფრენი “მი-24” 12 ნოემბერს აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჩამოაგდეს.


როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება აცხადებს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეხების ზოლი გადაკვეთეს და აზერბაიჯანის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნას შეეცადნენ – შესაბამისად, ვერტმფრენი საპასუხო სროლის შედეგად იყო ჩამოგდებული. 

 

სომხეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვერტმფრენი “მი-24” ეკუთვნოდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას, რომელიც სასწავლო მანევრს ახორციელებდა. ეკიპაჟში მყოფი სამი ადამიანიდან ყველა ადგილზე გარდაიცვალა, წერს გამოცემა “ვესტნიკ კავკაზა.” 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 


მასალების გადაბეჭდვის წესი