ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის სამხედროებმა ვერტმფრენი ჩამოაგდეს

12 ნოემბერი, 2014 • • 1108
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის სამხედროებმა ვერტმფრენი ჩამოაგდეს

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება აცხადებს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეხების ზოლი გადაკვეთეს და აზერბაიჯანის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნას შეეცადნენ – შესაბამისად, ვერტმფრენი საპასუხო სროლის შედეგად იყო ჩამოგდებული. 


სომხეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვერტმფრენი “მი-24” ეკუთვნოდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას, რომელიც სასწავლო მანევრს ახორციელებდა. ეკიპაჟში მყოფი სამი ადამიანიდან ყველა ადგილზე გარდაიცვალა, წერს გამოცემა “ვესტნიკ კავკაზა.” 

 

  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი