ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვი: სამხრეთ ოსეთის ხალხმა იგივე გზა გამოიარა, რაც დონბასის მოსახლეობამ

12 ნოემბერი, 2014 • • 1059
თიბილოვი: სამხრეთ ოსეთის ხალხმა იგივე გზა გამოიარა, რაც დონბასის მოსახლეობამ

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის საგარეო პოლიტიკის უწყებას დავალებული აქვს პრეზიდენტის განკარგულებების რეალიზაცია დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების კუთხით. 


“სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა ხელი მაჯისცემაზე ეჭიროს, დაამყაროს დიპლომატიური და სხვა ტიპის ურთიერთობები ამ სახელმწიფოებთან. სამხრეთ ოსეთი გეგმავს ასევე იმ ქვეყნებთან გააღრმავოს ურთიერთობები, ვინც უკვე აღიარა სამხრეთ ოსეთი და მის სუვერენიტეტს მხარს უჭერს. ჩვენი საგარეო პოლიტიკის უწყება ბევრ ქვეყანასთან მუშაობს, მათ შორის- ლათინური ამერიკისა და აფრიკის სახელმწიფოებთან.  მსოფლიო არენაზე სამხრეთ ოსეთის თემამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს კუთხით ახალი, უფრო ფართო ასპექტი მოიპოვა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ნაბიჯებს სერიოზული დაბრკოლებები ხვდება წინ. ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ამ მიღწევებით დავკმაყოფილდეთ, თუმცა უნდა ვიმოქმედოთ სიფრთხილით,”- ამბობს თიბილოვი. 

 

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების შესახებ დადგენილებას ხელი რამდენიმე თვის წინ მოაწერა. 

 

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლუგანსკის ოლქში ლუგანსკის სტატუსის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარე წლის მაისში ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეთა 94%-მა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. იგივე მოხდა დონეცკშიც, რის შემდეგაც უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკა” და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა” ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა.


 

  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი