ახალი ამბები

Bloomberg-ის მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით უფასურდება

21 მაისი, 2019 • 1216
Bloomberg-ის მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით უფასურდება

Bloomberg-ის მონაცემებით, დოლართან მიმართებით ლარი უფასურდება. დღეევანდელი კურსით 1 დოლარი 2.7720 ლარი ღირს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით დოლარის ღირებულება 2.7470 ლარს შეადგენს. რაც შეეხება კერძო საფინანსო ინსტიტუტებს, ბანკებში 1 დოლარის შესყიდვა 2.8080 (TBC)/2.8100 (საქართველოს ბანკი) ლარადაა შესაძლებელი.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი ამ დროისთვის (14:00 საათი) 1 დოლარის ყიდვის ღირებულება 2.75-დან 2.80 ლარამდე მერყეობს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი კურსის ცვლილებას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს:

“რასაკვირველია, საგარეო ფაქტორებია თუ შინაგანი, ვნახავთ. მე დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორიც არის. სწორედ ამიტომ, უკვე ერთ წელზე მეტია დედოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე, ნაკლებად იყოს ჩვენი მოსახლეობა დოლარზე დამოკიდებული.

მათ შორის, პარლამენტშიც იყო ცხარე დებატები, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ კონკრეტული რეგულაციები და შეზღუდვები დავაწესეთ, მაგალითად, იპოთეკურ სესხებზე დოლარში. ეს ემსახურება იმას, რომ ამ ტიპის რყევები, რომელიც ყველგან ხდება, იმუნიტეტი გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ დოლარი მიუახლოვდა 2.8-ს, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას. დარწმუნებულები ვართ, რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა, იქნება იმ ზღვარში, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი” ,- თქვა ივანე მაჭავარიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი