ახალი ამბები

ყველაზე დადებითი დამოკიდებულება სერგეენკოს და კალაძის მიმართაა, უარყოფითი – ივანიშვილის – NDI

21 მაისი, 2019 • 1874
ყველაზე დადებითი დამოკიდებულება სერგეენკოს და კალაძის მიმართაა, უარყოფითი – ივანიშვილის – NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების რეიტინგში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახი კალაძე ლიდერობენ.

ორივე მათგანისადმი დადებითი დამოკდიებულება აქვს გამოკითხულთა 40%-ს. ამასთან, სერგეენკოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს 12%-ს, კალაძის მიმართ კი – 18%-ს.

რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის მიმართ უარყოფითი (32%) და დადებითი (31%) დამოკიდებულების მაჩვენებელი თითქმის თანაბარია.

რეიტინგში შემდეგ ადგილებს ინაწილებენ:

  • შალვა ნათელაშვილი (21% – უარყოფითი, 28% – დადებითი)
  • სალომე ზურაბიშვილი (27% – უარყოფითი, 28% – დადებით)
  • გრიგოლ ვაშაძე (28% – უარყოფითი, 28% – დადებითი)
  • გიორგი გახარია (19% – უარყოფითი, 27% – დადებითი)
  • ზაალ უდუმაშვილი (23% – უარყოფითი, 27% – დადებითი)
  • ალეკო ელისაშვილი (14% – უარყოფითი, 27% – დადებითი)
  • მამუხა ბახტაძე (20% – უარყოფითი, 26% – დადებითი)
  • თეა წულუკიანი (26% – უარყოფითი, 26% – დადებითი)
  • გიორგი ვაშაძე (21% – უარყოფითი, 22% – დადებითი)
  • ნიკა მელია (33% – უარყოფითი, 22% – დადებბითი)
  • ირმა ინაშვილი (31% – უარყოფითი, 21% – დადებითი)

უარყოფითი დამოკიდებულების კომპონენტში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 39% აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება კი გამოკითხულთა 21%-ს აქვს.

ივანიშვილის შემდეგ, ყველაზე მაღალი უარყოფითი დამოკიდებულების მაჩვენებელი აქვს ზურაბ ჯაფარიძეს  – 35%. “გირჩის” ლიდერისადმი  დადებითი დამოკიდებულება 9%-ს აქვს.

გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის ლიდერების – პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება ბოლო სამი წლის მანძილზე გაუარესდა.

თბილისის მერ კახა კალაძის საქმიანობას მოსახლეობის 43% კარგად აფასებს, 23% – ცუდად, 30% – საშუალოდ; საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 20%, უარყოფითად კი – 30%, საშუალოდ – 38%; პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 20%, უარყოფითად – 22%, საშუალოდ – 44%; ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობა კარგადაა შეფასებული გამოკითხულთა 16%-ის მიერ და უარყოფითად – 33%-ის მიმართ, საშუალოდ – 38%.


NDI-ის კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი