ახალი ამბები

„m²“-მა გაყიდვების ახალი ოფისი ყაზბეგის გამზირზე გახსნა

11 ნოემბერი, 2014 • 1919
„m²“-მა გაყიდვების  ახალი ოფისი ყაზბეგის გამზირზე გახსნა

თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ოფისში მომხმარებელი შეძლებს: მიიღოს ინფორმაცია დეველოპერული კომპანია „m²“-ის ნებისმიერ სამშენებლო პროექტზე, გაიაროს კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან სასურველი ბინის შეძენის შესახებ, გაეცნოს შიდა განვადების პირობებს, გააფორმოს ხელშეკრულება და სხვა.

 

დეველოპერული კომპანია „m²“-ი თბილისსა და ბათუმში ექვსი გაყიდვების ოფისით არის წარმოდგენილი, სადაც მომხმარებელს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00–დან 19:00 საათამდე მოემსახურებიან. ვაჟა-ფშაველას გამზირზე, №35-ში მდებარე გაყიდვების ოფისში, მომსახურების მიღება შესაძლებელია შაბათსაც, 10:00–დან 14:00-საათამდე.

 

ამ დროისთვის, დეველოპერული კომპანია „m²“-ი სხვადასხვა მოთხოვნილების მქონე მომხმარებელზე მორგებულ რამდენიმე სამშენებლო პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა საცხოვრებელი კომპლექსი „ოპტიმა ისანი“, რომელიც კომპანია „m²“-ის ახალ,  ოპტიმალურ სამშენებლო ხაზს ეკუთვნის. „ოპტიმა ისანში“, ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე, შესაძლებელია სასურველი ფართის მქონე ბინის შეძენა ნაკლებ ფასად.

აღსანიშნავია, რომ დეველოპერული კომპანია „m²“-ი, სამშენებლო ბაზარზე გამოჩენის დღიდან, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის შედეგად, წარმატებით იზიდავს ფინანსურ სახსრებს. „m²“-ის ყველა სამშენებლო პროექტი სრულად დაფინანსებულია ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა:  კანადის მთავრობა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO).

 

m² -ის შესახებ:

m²-ის  მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს  ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას.  m² ეძებს ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი