ახალი ამბები

ქართულ საზოგადოებას ყველაზე მეტად პოლიტიკოსები, ეკონომიკა და რუსეთი ჰყოფს – კვლევა

21 მაისი, 2019 • 1113
ქართულ საზოგადოებას ყველაზე მეტად პოლიტიკოსები, ეკონომიკა და რუსეთი ჰყოფს – კვლევა

NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, საზოგადოებას ყველაზე მეტად პოლიტიკოსები ჰყოფენ. ამ კუთხით შედგენილ ნეგატიურ რეიტინგში მეორე ადგილზე რუსეთი და არსებული ეკონომიკური სისტემაა, ხოლო მეოთხეზე – მედია.

რაც შეეხება გაერთიანებას, კვლევის მიხედვით, მოქალაქეების აზრით, ყველაზე მეტად საზოგადოებას რელიგია აერთიანებს, მეორე ადგილზე საგანმანათლებლო ინსტიტუტებია, მესამეზე – ევროკავშირი, ხოლო მეოთხეზე – ნატო.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი