ახალი ამბები

ხაზარაძის გადაყენებას 62% პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს – NDI

21 მაისი, 2019 • 881
ხაზარაძის გადაყენებას 62% პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს – NDI

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს, 21 მაისს, გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილი. კვლევის მონაწილეებს კითხვა დაუსვეს თიბისი ბანკის დამფუძნებლების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეზე.

გამოკითხულთა 68%-ს სმენია თიბისი ბანკის ლიდერების ფულის გათეთრებაში დადანაშაულების შესახებ. ამ ადამიანთა 62% კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის გადაყენების შესახებ უმეტესად განპირობებული იყო პოლიტიკური ინტერესით.

მხოლოდ 16% აცხადებს, რომ ჯაფარიძე-ხაზარაძე დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად გადააყენეს, 22% აცხადებს, რომ “არ იცის”.

NDI-ის მიერ, ჯამში, გამოკითხულა 76%-ს სმენია ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ (ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი არის კონსორციუმი, რომელსაც მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს). აღნიშნულ ადამიანთა 85% მიიჩნევს, რომ ანაკლიის პროექტი იქნება სარგებლის მომტანი.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი