ახალი ამბები

თბილისში “Massimo Dutti-ის” ყალბი პროდუქცია ამოიღეს

21 მაისი, 2019 • 3071
თბილისში “Massimo Dutti-ის” ყალბი პროდუქცია ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში “Massimo Dutti-ის” წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, დაგეგმეს კონტროლის ღონისძიებები. აღნიშნულის შედეგად მათ 23 640 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელდა ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა. საკონტროლო შესყიდვის დროს 11 970 ლარის ღირებულების საქონელზე არ გამოიყენეს საკონტროლო სალარო აპარატი და არ გამოწერეს ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადები. შესაბამისად, მეწარმეს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია.

ამასთანავე, როგორც შემოსავალების სამსახური აცხადებს, ინვენტარიზაციის პროცედურის დროს ობიექტში ფაქტობრივად აღირიცხა 23 640 ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც საქართველოში “Massimo Dutti-ის” წარმომადგენლის დასკვნის საფუძველზე, აღმოჩნდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა აღნიშნული საქონელი ამოიღო ბრუნვიდან, ხოლო საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

განახლება, 16:30 – როგორც Massimo Dutti-ის წარმომადგენლობა აცხადებს, ყალბი პროდუქცია არა ბრენდული მაღაზიებიდან, არამედ ლილოში ერთ-ერთი მაღაზიიდან ამოიღეს.

ყალბი პროდუქცია ამოიღეს ლილოში ერთ-ერთი საწარმოდან – Massimo Dutti-ის წარმომადგენლობა

მასალების გადაბეჭდვის წესი