ახალი ამბებიტექნოლოგიები

ჰუავეი: გუგლის ქმედებების მიუხედავად, ჩვენს მომხმარებლებს შიშის საფუძველი არ აქვთ

20 მაისი, 2019 • 24274
ჰუავეი: გუგლის ქმედებების მიუხედავად, ჩვენს მომხმარებლებს შიშის საფუძველი არ აქვთ

კომპანია HUAWEI-ს განცხადებით, Google-ს ქმედებებთან დაკავშირებით განგაშის საფუძველი არ არსებობს და მათ მომხმარებლებს შიშის საფუძველი არ აქვთ.

HUAWEI აცხადებს, რომ მათ მნიშვნელოვანი წლვლილი შეიტანეს Android სისტემის ზრდა-განვითარებაში მსოფლიო მასშტაბით:

როგორც Android-ის ერთ-ერთი მთავარი გლობალური პარტნიორი, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მათ ღია პლატფორმასთან რათა, შეგვექმნა უკეთესი სისტემა როგორც მომხმარებლების, ისე ინდუსტრიის სასარგებლოდ”.

HUAWEI-ს განცხადებით, კომპანია გააგრძელებს სისტემის უსაფრთხოების განახლებებს და გაყიდვების შემდგომ სერვისებს ჰუავეის ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც უკვე გაიყიდა ან/და წარმოადგენს გასაყიდ მარაგს:

ჩვენ ვაგრძელებთ მდგრადი და უსაფრთხო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მშენებლობას, რათა უზრუნველვყოთ მომხმარებელთათვის საუკეთესო მომსახურება”.

“შავი ორშაბათი” ჩინური წარმოების სმარტფონ Huawei-სთვის – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაწესებული სანქციების გამო კომპანია Google ჰუავეის არაერთ აპლიკაციაზე წვდომას უზღუდავს. მაგალითად, ჰუავეის შემდეგი მოდელის სმარტფონებს არ ექნებათ ანდროიდის ოპერაციული სისტემის განახლების საშუალება, ასევე, ისინი ვერ გამოიყენებენ Youtube-ის, Google Map-ის, Gmail-სა და სხვა სერვისების აპლიკაციებს.

ვრცლად:

Google ჰუავეის აპლიკაციებზე წვდომას უზღუდავს – რა ეშველებათ ჰუავეის ტელეფონის მფლობელებს?

მასალების გადაბეჭდვის წესი