ახალი ამბები

დეკლარაციის მიხედვით, ზელენსკი საქართველოში სასტუმროს 10 ნომერს ფლობს

20 მაისი, 2019 • 2192
დეკლარაციის მიხედვით, ზელენსკი საქართველოში სასტუმროს 10 ნომერს ფლობს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, სხვა ქონებასთან ერთად, საქართველოში 10 სასტუმრო ოთახს ფლობს. ზელენსკის ქონების შესახებ დეკლარაციაზე დაყრდნობით Current Time წერს.

გარდა საქართველოში არსებული სასტუმრო ნომრებისა (რომელთა მშენებლობაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა), ზელენსკის დეკლარაციის მიხედვით, ის და მისი ცოლი ფლობენ სახლსა და მიწის ნაკვეთს კიევის შემოგარენში, 4 ბინას კიევში, ბინას ყირიმში, 2 ბინას კიევში, რომელთა მფლობელიც მესამე პირია, რამდენიმე საპარკინგე ადგილს კიევსა და ყირიმში, ორ არასაცხოვრებელ ფართს კიევში, ორ სახლს იტალიაში და ორ ბინას დიდ ბრიტანეთში, რომელსაც ისინი აქირავებენ.

გარდა ამისა, დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მათ საკუთრებაში ასევე შედის 2 ავტომობილი (Range Rover და Mercedes-Benz S 500) და სხვადასხვა ფასიანი ქაღალდი.

2018 წელს ზელენსკიმ დაახლოებით 160 ათასი დოლარი გამოიმუშავა. ამასთანავე, ის 400 ათას დოლარს ПриватБанке-ის ბანკის ანგარიშზე ინახავს, 38 ათას დოლარს- ОТП Банк-ში, ხოლო 190 ათასი დოლარი და 100 ათასი ევრო მას ნაღდი ფულის სახით აქვს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაცია დღეს, 20 მაისს, კიევში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი