ახალი ამბები

GOT-ის ფინალურ სერიას IMDB-ზე შოუს ისტორიაში ყველაზე დაბალი შეფასება აქვს

20 მაისი, 2019 • 1251
GOT-ის ფინალურ სერიას IMDB-ზე შოუს ისტორიაში ყველაზე დაბალი შეფასება აქვს

სტატია სპოილერებს არ შეიცავს

Game Of Thrones-ის (GOT)-ის მე-8 სეზონის ფინალურ, მე-6 სერიას IMDB-ზე სერიალის ისტორიაში ყველაზე დაბალი შეფასება აქვს. IMDB [Internet Movie Data Base] საიტია, სადაც მომხმარებლებს, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღების გარდა, ფილმებისა და სერიალების შეფასება შეუძლიათ.

ამ ეტაპზე სერიას, საიტის 62 ათასზე მეტი მომხმარებლის  შეფასებით – 10 შესაძლოდან 4.9 ვარსკვლავი აქვს. ასეთი დაბალი შეფასება IMDB-ზე მანამდე სერიალის არცერთ ეპიზოდს არ ჰქონია.

“უკეთესი იქნებოდა, თეთრ მოსიარულეებს მოეგოთ და მერვე სერია უბრალოდ სიჩუმე ყოფილიყო”, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. მეორის აზრით კი, ეს სერია უბრალოდ შეურაცხმყოფელია.

IMDB-ზე დაბალი შეფასებით მე-6 სერიის შემდეგ მე-4 სერია (The Last of the Starks) მოდის, რომლის რეიტინგიც 5.9 არის.

აღსანიშნავია, რომ ეს სეზონი მაყურებლის მხრიდან კრიტიკითაც გამოირჩევა. ასე მაგალითად, მაყურებლებს სერიალის მე-5 სერიაც არ მოეწონათ, რომელსაც მეორე ვებგვერდის, Rotten Tomatoes-ის მიხედვით, ყველაზე დაბალი შეფასება აქვს შოუს ისტორიაში.  მე-5 სერიის რეიტინგი Rotten Tomatoes-ზე 100 შესაძლოდან 49% არის, ხოლო ბოლო სერიის- 57%.

წინა ეპიზოდზე

GOT-ის ბოლო სერიას შოუს ისტორიაში ყველაზე დაბალი შეფასება აქვს

მასალების გადაბეჭდვის წესი