ახალი ამბები

16 წლის გოგოს ინტერნეტით დაშანტაჟებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის კაცს 7 წელი მიუსაჯეს

20 მაისი, 2019 • 4616
16 წლის გოგოს ინტერნეტით დაშანტაჟებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის კაცს 7 წელი მიუსაჯეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული მ.თ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.თ-მ 2018 წლის მარტში ფეისბუკით არასრულწლოვანი გოგო გაიცნო, რომელსაც სოციალური ქსელის პირად პროფილზე შიშველი ფოტოები გააგზავნინა, შემდეგ კი მასთან გარყვნილი ქმედება განახორციელა. ასევე მ.თ-ს მოთხოვნით გოგომ ინტიმური ფოტო-ვიდეოფაილები გადაიღო და მ.თ-ს გაუგზავნა.

2018 წლის აგვისტოში მ.თ. სოციალური ქსელით ისევ დაუკავშირდა 16 წლის ნატა ბოლქვაძეს, რის შემდეგაც მუქარით და იძულებით ინტიმური ხასიათის ვიდეოს გადაღება მოსთხოვა. მ.თ-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, სასტიკი მოპყრობის, მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირების გამო არასრულწლოვანმა გოგომ 2018 წლის 15 აგვისტოს მშობლების სახლში თავი მოიკლა.

სამართალდამცველებმა მ.თ. 2018 წლის 17 აგვისტოს ოზურგეთში დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედება) და  115-ე მუხლით   (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

“არ გა­ბე­დოთ ვინ­მემ და ნა­ტას სული მცდა­რი აზ­რე­ბით არ შე­ა­წუ­ხოთ, ის უკი­დუ­რე­სად სუფ­თა სუ­ლის ბავ­შვი იყო, ბავ­შვი იყო გა­მო­უც­დე­ლი და კა­ცი­ჭა­მია, სის­ხლის­მსმელ­მა ვამ­პირ­მა შეაშინა… არ ვიცი, რა­ტომ არ გა­მენ­დო მე, მის დე­დას, მე- მის მე­გო­ბარს, მე- მის სა­თაყ­ვა­ნოს… რა­ტომ არ უთხრა მისი გა­სა­ჭი­რი მის უბე­დურ მა­მას, რო­მელ­საც არა­ფერს უმა­ლავ­და არასოდეს…. მას ხალ­ხის აზ­რის შე­ე­შინ­და ალ­ბათ, თო­რემ არ არ­სე­ბობ­და საქ­ცი­ე­ლი, რომელსაც მისი ოჯა­ხი ვერ გა­უ­გებ­და… ის ჩემი სი­ცო­ცხლე, ჩემი სუნ­თქვა და ჩემი ცხოვ­რე­ბის აზრი იყო და ეს კარ­გად იცო­და… ნუ ილა­პა­რა­კებთ ჩვენს დე­დაშ­ვი­ლო­ბა­ზე, თუკი არ გვიც­ნობთ! მე თქვენ­თან ბრძო­ლის თავი არ მაქვს, ვი­საც შეგ­წევთ ძალა, და­მეხ­მა­რეთ და ნა­ტას სუ­ლის გადარ­ჩე­ნა­ზე ლოც­ვა­ში და­მეხ­მა­რეთ. ის ჩემი ან­გე­ლო­ზი იყო და იცო­დეთ, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იხსნა მსგავ­სი გა­სა­ჭი­რი­დან…” – აღნიშნული პოსტი ფეისბუკზე ნატა ბოლქვაძის დედამ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ადამიანთა ნაწილმა გოგოს თვითმკვლელობის შემდეგ სწორედ არასრულწლოვნისა და მისი ოჯახის განსჯა დაიწყო.


ჩემი შვილის სექსუალური ცხოვრების დეტალები ინსტაგრამზე გაავრცელეს | ზეპირი ისტორია

მასალების გადაბეჭდვის წესი