ახალი ამბები

ვაშაძე: მელიას განცხადება ნიშნავს, რომ უნდა გავიაზროთ შეცდომები

20 მაისი, 2019 • 1637
ვაშაძე: მელიას განცხადება ნიშნავს, რომ უნდა გავიაზროთ შეცდომები

“ნიკა მელიას განცხადება ნიშნავს, რომ უნდა გავიაზროთ, იყო თუ არა დაჩვებული შეცდომები”, – განაცხადა “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 20 მაისს.

მან დამატებითი კომენტარი ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებაზე არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ბრძოლას ერთად გააგრძელებს.

„ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ თუ ეს [გამარჯვება] არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას. და არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამ ამომრჩეველს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება“, — განაცხადა 19 მაისს რუსთავი2-ის „კვირის აქცენტების“ ეთერში მელიამ.

მელიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ზუგდიდში სანდრა რულოვსმა საპროტესტო მოძრაობა დაანონსა იმ შემთხვევაში, თუკი გამოქვეყნებული შედეგებით არჩევნების პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვებდა, რადგან მიაჩნია, რომ არჩევნები მოიგო.

მელიას განცხადებაზე ნათელი კომენტარი არც სანდრა რულოვსმა გააკეთა – ზუგდიდში ენმ-ის ოფისთან მან თქვა, რომ ჯერ დაელოდება ოფიციალურ შედეგებს, თუმცა დასძინა, რომ  “ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] არჩევნების გზით არ წავა”.

მელია: არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებები, არ იწყება ეს „რევოლუცია“

სანდრა რულოვსი: პირველივე ტურში მოვიგებთ, სხვა შედეგებს არ შევეგუები

მასალების გადაბეჭდვის წესი