ახალი ამბები

რულოვსი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობაზე თანახმაა

20 მაისი, 2019 • 1220
რულოვსი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობაზე თანახმაა

“გაერთიანებული ოპოზიციის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ  იმ შემთხვევაში, თუ ზუგდიდში არჩევნების მეორე ტური დინიშნება,  ბრძოლას გააგრძელებს.

რულოვსის თქმით, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, თუმცა დაელოდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ შედეგებს:

“ფოიერვერკების და სიგნალების მიუხედავად ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას. მით უმეტეს, მათ არჩევნებს. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სუსის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია.  ისინი ზეიმობენ, რომ ხალხი დამარცხდა, ისინი გააგრძელებენ თავიანთ ტერორს და ჯიბეების გასქელებას, ყველადერს, რაც მიუღებელია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის.

ზუსტი ციფრი არ ვიცით, არ ვაღიარებ, მაგრამ, როგორც ჩანს, თითქმის ნახევარმა დაგვიჭირა მხარი და ამ ძალას გამოვიყენებთ შემდგომი ბრძოლისთვის. ზუგდიდიდან იწყება წარმატება, ეს იქნება ლოზუნგი, რომლითაც შეგვიძლია მთელ ქვეყანაში ვიაროთ – ქუჩა-ქუჩა, და ვთქვათ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არის არაადამიანური და მიგვიყვანს უფსკრულამდე, ეს ანტისახელმწიფოებრივი ქცევა მიგვიყვანს რუსეთამდე” ,- თქვა რულოვსმა.

“გაერთიანებული ოპოზიციის” მერობის კანდიდატს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ როგორი ფორმით გააგრძელებს ბრძოლას, რაზეც რულოვსმა განაცხადა, რომ ჯერ ოფიციალურ შედეგებს დაელოდება:

“მე ვფიქრობ, ჯერ ადრეა, ყველგან მივალ, ქუჩა-ქუჩა, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს, თუ გეშინია მგელის, არ უნდა შეხვიდე ტყეში, აჩევნების გზით ეს კაცი არ წავა”, – თქვა რულოვსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი