ახალი ამბები

საოლქო კომისიებში სულ 89 საჩივარი შევიდა – ცესკო

19 მაისი, 2019 • 1204
საოლქო კომისიებში სულ 89 საჩივარი შევიდა – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო კომისიებში, ჯამში, 89 საჩივარი შევიდა. ყველაზე მეტი, 44 საჩივარი ზუგდიდში დაიწერა. შემდეგ მოდის მარნეული, სადაც დაწერილია 21 საჩივარი.
ცესკოს ცნობითვე, თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით იქნება განხილული კომისიების მიერ.

ცესკოს ინფორმაციით, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და კენჭისყრის შენობის გარეთ ცალკეულ შემთხვევებში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ამომრჩევლებმა თავისუფლად მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

„ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი – კომისიის წევრები ითვლიან ბიულეტენებს. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა
მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობას და რომ უბანზე ყოფნის უფლების მქონე ყველა პირმა დაუბრკოლებლად შეძლოს აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება“,-განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი