ახალი ამბები

„ზვიად გამსახურდიასავით სოფელ-სოფელ ვივლი“ — რულოვსი „ოცნებას“ ემუქრება

19 მაისი, 2019 • 1437
„ზვიად გამსახურდიასავით სოფელ-სოფელ ვივლი“ — რულოვსი „ოცნებას“ ემუქრება

ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში დამარცხებას არ აღიარებს, ქვეყნის მასშტაბით „მიიღებს პროტესტს“ და თვითონაც მთელ ქვეყანას შემოივლის, „როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა“.

რულოვსმა 19 მაისის საღამოს განმუხურში მხარდამჭერებს განუცხადა, რომ პირველივე ტური მას აქვს მოგებული და მეორე ტურს „არ დაუშვებს“.

„თუ ისინი მაინც გამოაცხადებენ [პირველ ტურში გამარჯვებას], მაშინ ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, იმიტომ, რომ ეს არ არის მარტო ზუგდიდის ამბავი“.

„მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა მაშინ, რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ ამ ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის გადასადგმელად“, — თქვა რულოვსმა, — „თითოეული სოფლიდან მე თუ არ გამომყვებიან თბილისამდე, იმ შუშის სასახლემდე, მე არ ვიცი,. თქვენ [არ] იცით, რა გელოდებათ. მე არ გირჩევთ, რომ პირველ ტურში გამარჯვებულად გამოაცხადოთ თავი იმიტომ, რომ მე [საბრძოლველად] მზად ვარ. თქვენ კიდევ არ მიცნობთ. ვინც მიცნობს, იცის, რომ მე არ ვხუმრობ. ამიტომ თქვენც გასაგებად გეუბნებით: ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური. თუ ისინი გამოაცხადებენ, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს“.

ნახეთ ასევე:

სანდრა რულოვსი: პირველივე ტურში მოვიგებთ, სხვა შედეგებს არ შევეგუები

მასალების გადაბეჭდვის წესი