ახალი ამბები

ზუგდიდში პირველივე ტურში ვიგებთ, მთაწმინდის ოლქში არის მეორე ტურის ალბათობა – კობახიძე

19 მაისი, 2019 • 1025
ზუგდიდში პირველივე ტურში ვიგებთ, მთაწმინდის ოლქში არის მეორე ტურის ალბათობა – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემებით, ზუგდიდში, მარნეულში და ზესტაფონში არჩევნებს პირველივე ტურში იგებს “ქართული ოცნება”, რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აქ არის მეორე ტურის ალბათობა.

მისი თქმით, მათი ეს მონაცემი ეფუძნება უბნებიდან მიღებულ შედეგებს.

19  მაისს მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება, ზუგდიდში, მარნეულსა და სხვა მუნიციპალიტეტებში კი -მერობის რიგგარეშე არჩევნები.

საარჩევნო უბნები ორი საათის წინ, 20.00 საათზე დაიხურა. ამჟამად უბნებზე ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი