ახალი ამბები

ზუგდიდში 17:00 საათის აქტივობა თითქმის 2018 წლის არჩევნების მონაცემს უტოლდება

19 მაისი, 2019 • 906
ზუგდიდში 17:00 საათის აქტივობა თითქმის 2018 წლის არჩევნების მონაცემს უტოლდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ქტივობა 26.6%-ია. ოლქში რეგისტრირებულია 43 908 ამომრჩეველი, აქედან არჩევნებზე 11 669 მივიდა.

„ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2016 წლის საქართველოს პარლამენტის მეორე ტურის არჩევნების 17:00 -საათიან მონაცემს, 2016 წელს ამომრჩეველთა აქტივობამ 31.1 % შეადგინა“, – აცხადებს ცესკოს პრესსპიკერი.

რაც შეხება ზუგდიდის საარჩევნო ოლქს, აქ აქტივობა მაღალია და ის 38.6%-ს შეადგენს.  17:00 საათისთვის სულ 46 702 ამომრჩეველია მისული. ცესკოს ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზუგდიდში 17:00 საათისთვის 39.6 %-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

მარნეულში 27.2%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, ოლქში სულ რეგისტრირებულია 99 717 ამომრჩეველი, აქედან 27 098 არჩევნებზე უკვე მივიდა. ჯერჯერობით ისევ ყველაზე დაბალი აქტივობა მთაწმინდის ოლქში ფიქსირდება.

საარჩევნო ოლქების მიხედვით  ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია:

  • საგარეჯო – 67.8%
  • ახმეტა – 44.1%
  • ადიგენი – 45.8 %
  • ტყიბული – 33.9%
  • წყალტუბო – 40.9%
  • ოზურგეთი –  37.4 %
  • ზესტაფონი – 37%
  • ზესტაფონი – 37%
  • ზესტაფონი – 37%

დღეს, 19 მაისს, საქართველოს პარლამენტის შუალედური, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის სულ 410 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკოს ინფორმაციით, 19 მაისის არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 6 556 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6139 დამკვირვებელი და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი