ახალი ამბები

ზუგდიდში მღვდლების ნაკურთხი უბნიდან 2 დამკვირვებელი გააძევეს

19 მაისი, 2019 • 1750
ზუგდიდში მღვდლების ნაკურთხი უბნიდან 2 დამკვირვებელი გააძევეს

ზუგდიდის 81-ე უბანზე, რომელიც დღეს მღვდლებმა აკურთხეს, დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც უბნიდან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მაია კალანდია, ასევე, დამკვირვებელი მურმან ბერიშვილი გააძევეს.

დღეს ზუგდიდში რამდენიმე სასულიერო პირი მსვლელობას აწყობს. მღვდლების განცხადებით, ისინი უბნებს ლოცავენ.

ნეტგაზეთმა გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სასულიერო პირები ზუგდიდის 81-ე საარჩევნო უბანზე შედიან, უბანს აკურთხევენ, ხოლო კომისიის წევრებს ზეთს აცხებენ.

საარჩევნო კანონმდებლობა უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნას არ ითვალისწინებს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვერ უპასუხა ნეტგაზეთის შეკითხვას, რის საფუძველზე მისცა მღვდლებს უბანზე შესვლის უფლება.

მაია კალანდია ნეტგაზეთს უყვება, რომ უბანზე არაუფლებამოსილი პირების შესვლა გააპროტესტა, რის შემდეგაც  სხვა დამკვირვებელი დაუპირისპირდა, რომელიც კალანდიას ცნობით, ის საჩივრის დაწერასაც აპირებდა. მეორე დამკვირვებელმა კი უთხრა, რომ ის “ქრისტიანი არ იყო”. კალანდიას განმარტებით, მღვდლების მსგავსად, უბანზე ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის შესვლას გააპროტესტებდა. საბოლოოდ, მისი თქმით, კომისიამ კენჭი ყარა და ორივე დამკვირვებელი უბნიდან გააძევა.

ამავე თემაზე

უკანონია, თუმცა საარჩევნო პროცესს ხელი არ შეშლია – ცესკო მღვდლების უბნებში შესვლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი