ახალი ამბები

ილია მეორე: 17 მაისი ზოგიერთმა ვიღაცების წინააღმდეგ მიიჩნია, ასე არ არის

19 მაისი, 2019 • 1740
ილია მეორე: 17 მაისი ზოგიერთმა ვიღაცების წინააღმდეგ მიიჩნია, ასე არ არის

“17 მაისს, თქვენ იცით, ჩვენ დავლოცეთ ოჯახები. ზოგიერთმა ადამიანმა მიიჩნია, თითქოს ვიღაცების წინააღმდეგ იყო ეს მოქმედება. არავითარი წინააღმდეგობა არა გვაქვს ჩვენ. ჩვენ გვაქვს დარდი საქართველოზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოს ოჯახებზე, საქართველოს მომავალზე”, – განაცხადა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ 19 მაისს, ქადაგების დროს.

მას მხედველობაში ჰქონდა 17 მაისს საპატრიარქოს ორგანიზებით გამართული მსვლელობა და კონცერტი, რომელიც საპატრიარქოს მიერ დაწესებულ ე.წ. “ოჯახის სიწმინდის დღეს” მიეძღვნა.

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, მართლამადიდებელმა ეკლესიამ კი რამდენიმე წლის წინ სწორედ ეს დღე გამოაცხადა “ოჯახის სიწმინდის დღედ”.  ამიტომაც აფასებენ ამ აქციას ჰომოფობიურად და ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ აქტად. ქადაგებაში ილია მეორეს ამჯერად მეტი აქცენტი ამ თემაზე არ ჰქონია.

“ოჯახის სიმტკიცე არის ერის სიმტკიცე და ქვეყნის სიმტკიცე, ამიტომ მე იმ დღეს გითხარით თქვენ, რომ დაალოცვინეთ თავი, თქვენი თავი, მშობლებს”, – განაცხადა ილია მეორემ.

ამასთან, კვირის ქადაგების დროს ილია მეორე ახალი მოწოდებით გამოვიდა:

“არის ხშირი შემთხვევა, როცა  დედ-მამას ჰყავს 1 შვილი და ისაც კი ცდილობს ცალკე იყოს. იგი უნდა იყოს მშობლებთან და უნდა ეცადოს, მშობლებმა ყოველდღე დალოცონ თავისი შვილი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი