ზუგდიდში მღვდლებმა საარჩევნო უბანი აკურთხეს — სავარაუდოდ კანონი დაირღვა

ზუგდიდში რამდენიმე სასულიერო პირი მსვლელობას აწყობს. მღვდლების განცხადებით, ისინი უბნებს ლოცავენ. ნეტგაზეთმა გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ სასულიერო პირები ზუგდიდის 81-ე საარჩევნო უბანზე შედიან, უბანს აკურთხებენ, ხოლო კომისიის წევრებს ზეთს აცხებენ. საარჩევნო კანონმდებლობა უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნას არ ითვალისწინებს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვერ უპასუხა ნეტგაზეთის შეკითხვას, რის საფუძველზე მისცა მღვდლებს უბანზე შესვლის უფლება. მომხდარის … ვრცლად ზუგდიდში მღვდლებმა საარჩევნო უბანი აკურთხეს — სავარაუდოდ კანონი დაირღვა