ახალი ამბები

ზუგდიდში მღვდლებმა საარჩევნო უბანი აკურთხეს — სავარაუდოდ კანონი დაირღვა

19 მაისი, 2019 • 1859
ზუგდიდში მღვდლებმა საარჩევნო უბანი აკურთხეს — სავარაუდოდ კანონი დაირღვა

ზუგდიდში რამდენიმე სასულიერო პირი მსვლელობას აწყობს. მღვდლების განცხადებით, ისინი უბნებს ლოცავენ.

ნეტგაზეთმა გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ სასულიერო პირები ზუგდიდის 81-ე საარჩევნო უბანზე შედიან, უბანს აკურთხებენ, ხოლო კომისიის წევრებს ზეთს აცხებენ.

საარჩევნო კანონმდებლობა უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნას არ ითვალისწინებს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვერ უპასუხა ნეტგაზეთის შეკითხვას, რის საფუძველზე მისცა მღვდლებს უბანზე შესვლის უფლება.

მომხდარის გამო უბნიდან ორი დამკვირვებელი გააძევეს. მაია კალანდია ნეტგაზეთს უყვება, რომ უბანზე არაუფლებამოსილი პირების შესვლა გააპროტესტა რის შემდეგაც  სხვა დამკვირვებელი დაუპირისპირდა. კალანდიას თქმით, ის საჩივრის დაწერასაც აპირებდა, მეორე დამკვირვებელმა კი უთხრა, რომ “ქრისტიანი არ იყო”. კალანდიას განმარტებით, მღვდლების მსგავსად, უბანზე ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის შესვლას გააპროტესტებდა. საბოლოოდ, მისი თქმით, კომისიამ კენჭი ყარა და ორივე დამკვირვებელი უბნიდან გააძევა.

ამავე თემაზე

ზუგდიდში მღვდლების ნაკურთხი უბნიდან 2 დამკვირვებელი გააძევეს

მასალების გადაბეჭდვის წესი